ფილმის შესახებ: თანამედროვე ქართველი პოეტი ვახო მარგველაშვილი ამერიკაში პოეტთა შეკრებაზე იყო ჩასული. შეერთებული შტატებიდან თბილისში მომავალი ვახო რამდენიმე საათით სტამბოლის აეროპორტში ჩერდება და იქ ხვდება ლონდონში მიმავალ ბავშობის მეგობარ ეკატერინეს და მის ინგლისელ მეუღლეს. ეკო პარიზის პარფიუმერულ სალონში მოგებული პომადის უახლეს მოდელს ვახოს ხელით საჩუქრად უგზავნის ვახოს ცოლს მაკის. ვახო თბილისის რეისის მოლოდინში სტამბოლის აეროპორტში თვრება. აეროპორტში მას კიდევ ერთი თბილისელი ახლობელი ხვდება. ბებე ვახოს კლასელისა და მეგობრის - ვიკას ცოლია. ვახოს ბავშობაში უყვარდა ბებე და დღემდე მისი ოცნების ქალად რჩება. მთვრალი ვახო ბებეს ჩუქნის ცოლისთვის განკუთვნილ პომადას. მერე სტამბოლის აეროპორტიდან თბილისში მოემგზავრება, ბებე კი პარიზში მიფრინავს